შთამბეჭდავი    მოგზაურობა
ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ახალგაზრდისთვის მითუმეტეს
საქართველოსთანა  ქვეყანაში გაზრდილისათვის უპირველეს ყოვლისა
მნიშვნელოვანი უნდა  იყოს, მისი ქვეყნის კუთხეების მონახულება;
რამეთუ ყოველი კუთხეკუნჭული აღსავსეა თავისი არამარტო
სიწარმტაცით,არამედ მისი ისტორიულობით:აღნიშნულზე
დასაუფლებლად ჩვენს ასაკში საუკეთესო საშუალებაა  სასკოლო
ექსკურსია.

         ერთ–ერთი   ასეთი ისტორიული დღე ჩვენს  სასკოლო ცხოვრებაში
არის  ამა წლის 4–ივნისი: როცა ქალბატონ მზიური ვაშაყმაძის
ინიციატივითა და ქ–ნი მერი ხიმშიაშვილის ხელშეწყობით
მოვინახულეთ საქართველოს კიდევ ერთ–ერთი  ძირ–ძველი
ისტორიული კუთხე სამეგრელო–სვანეთი.პირველი სიამაყის შეგრძნება
დაგვეუფლა ზუგდიდში დადიანების  სახლ–მუზეუმის ნახვისას, სადაც
დღემდე შემონახულია ქართველი თავადების  კულტურული
დამოკიდებულება ფლორა–ფაუნასა და ასევე არქიტექტურულ
კულტურასთან; აქედან დაწყებული  სვანეთისკენ  მიმავალი  ყოველ
ნაბიჯზე იზრდებოდა სიხარული და  სიამაყე ჩემი ღვთიშობლის წილი
ქვეყნისა.
         მოვინახულეთ სვანეთის ღირსშესანიშნაობანი. მოვიხიბლეთ ამ
კუთხის თვალწარმტაცი ბუნებით. ფირზე აღვბეჭდეთ ულამაზესი
თოვლით დაფარული მწვერვალები. აღფრთოვანებას ვერ
ვფარავდით,როდესაც ავედით წინაპართა მიერ აშენებულ უძველესს
სვანურ კოშკებში. კოშკზე ასულებმა გადავიღეთ სამახსოვრო სურათები.
ეს დღე   დიდხანს შემორჩება ჩვენს მეხსიერებას!